ინტელის ძირითადი კურსი ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება"
воскресенье, 10 апреля 2016 г.
воскресенье, 13 марта 2016 г.
ტრენინგის მეცხრე დღე
მეცხრე დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ბლოგს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე. დავრწმუნდით, რომ დავასრულეთ ყველა ჩვენი დავალება ამ ეტაპზე. შემდეგ უკვე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორთფოლიო ბლოგზე.
თავისთავად ყველა პროექტი საინტერესო იყო. შემდგომში თვალს მივადევნებ მონაწილეების ბლოგებს და გავეცნობი ვიდეო მასალებსაც, ეს მართლაც მაინტერესებს, ანუ როგორ განახორციელებენ პრაქტიკაში ამ პროექტებს. ამ ტრენინგებმა ბევრი რამ მასწავლა, ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცველი იყო.
არ შემიძლია არ ავღნიშნო, დიანას დაუზარელი შრომა, ის არ ზოგავდა ძალას და ენერგიას ჩვენი განვითარებისთვის. დიდი მადლობა , როგორც პროფესიონალს და როგორც საუკეთესო ადამიანური თვისებების მქონე პიროვნებას.
ტრენინგის მერვე დღე
დღეს გავიარეთ მე-7 მოდული. წავიკითხეთ და განვიხილეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელსეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
გავეცანით, რომ დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულია ოთხი დონე: შინაარსი; პროცესი; პროდუქტები; სასწავლო გარემო.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურ დავალებებზე და ინფორმაციაზე. მოსწავლეთა საჭიროების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და დაგეგმვა. საჭიროა შეფასების გეგმის შედგენა თვითრეგულირების უნარის ხელშეწყობისთვის.
პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროების გათვალისწინება აუცილებელია.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო. რაც აქამდე გაუგებარი იყო ჩემთვის, დღეს გავარკვიე სრულყოფილად.
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს გაეცანით და წავიკითხეთ მე-5 და მე- 7 მოდული. ძირითადი საკითხები იყო: უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად; პორთფოლიოს შეფაასების რუბრიკა; მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში; შეფასების გეგმების გაცნობა; კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
ტრენინგის მეექვსე დღე
გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვას. თემებში პროექტის მეთოდის გამოყენება დაგვეხმარება გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები.
გავეცანით ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასებას და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვას. გავიგეთ, რომ მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომელიც თემის ფარგლებში ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს მოსწავლის მიერ ცოდნის მიღებასა და მის დემონსტრირებას.
ტრენინგის მეხუთე დღე
წარმატებით გავიარეთ ტრენინგის მეხუთე დღე. გავეცანით უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებს, ასევე პორთფოლიოს რუბრიკას, სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკებს. გავიგეთ, თუ როგორ უზრუნველყოფს შეფასების ფორმა საჭირო ინფორმაციის მოპოვებას. გავეცანით საავტორო უფლებებს, ,,საავტორო უფლებების ქაოსის" ჩანართს. გავიგეთ, თუ როგორ უზრუნველყოფს შეფასების ფორმა საჭირო ინფორმაციის მოპოვებას.
წავიკითხეთ უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები, ასევე პორთფოლიოს რუბრიკა, სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)